Covid 19
ტიხრული მინანქრის მასტერკლასები

ტიხრული მინანქრის სახელოსნო - სალონი N.Art-ი გთავაზობთ ქართული ტრადიციული მეთოდით ტიხრული მინანქრის სამკაულების დამზადების მასტერკლასებს. თუ გაქვთ სურვილი თქვენთვის სასურველი სამკაული თავად დაამზადოთ, გექნებათ საშუალება აირჩიოთ ფორმა, ფერები და თქვენივე გემოვნების შესაბამისად შექმნათ სასურველი ნივთი. 

სრულად...
მოგზაურობა Mta Campervan-ით

სახლი-მანქანას შეუძლია წაგიყვანოთ ულამაზეს ადგილებში, იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არის სასტუმრო, “მთა კემპერვენსი“ კი უზრუნველყოფს თქვენს სასიამოვნო ღამისთევას ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე. “მთა კემპერვენსი“ არის პირველი ადგილობრივი კომპანია, რომელიც აქირავებს საცხოვრებელ ავტოფურგონს. 

სრულად...
ჯომარდობა

ქუთაისის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია ის, რომ განსხვავებით ბევრი ქალაქისგან, მის მდინარე რიონზე შესაძლებელია „რაფტინგი“. მდინარის 4 კმ სიგრძის მონაკვეთზე ნავით შეძლებთ დაათვალიეროთ ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი და გაცუროთ ქუთაისის ცნობილ ხიდებს ქვემოთ...

სრულად...
ველო ტურები Geo Bike Tour-თან ერთად

„ჯეო ბაიკ ტური“ აორგანიზებს ერთიდან ოთხ დღემდე ხანგრძლივობის ველო-ტურებს იმერეთის და საქართველოს მასშტაბით. ბილიკები ერთმანეთს აკავშირებს იმერეთის ღირშესანიშნაობებს და მიემართება იმერეთის ბუნების წიაღში, ულამაზესი პანორამული ხედების ფონზე. 

სრულად...
სვერის სათავგადასავლო ბანაკი

სვერის სათავგადასავლო ბანაკი მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში. აქ, კეთილმოწყობილ ბანაკში, დაგხვდებათ ხის კოტეჯები, საკარვე ადგილები, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, WiFi, საპიკნიკე, საკოცონე, სამზარეულო, სასადილო, საშხაპე ზონა და სველი წერტილები, სპორტული ინვენტარის გაქირავების პუნქტი...

სრულად...
კანიონინგი

იმერეთში გამორჩეული ძმუისის კანიონი ქუთაისიდან 55 კილომეტრში, ტყიბულში მდებარეობს.

ქუთაისიდან ძმუისის კანიონამდე - 2სთ სამანქანო გზა და 1 საათი ტყის ბილიკის გავლა, ტურის საშუალო ხანგრძლივობა - 5 საათი

სრულად...
Zip Line იმერეთში

იმერეთში ზიპ ლაინი მოწყობილია კურორტ საირმეში და კინჩხის წყალვარდნილთან. საირმეში დაგხვდებათ 800-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც კურორტის პარკში მთებიდან ეშვება და ყველაზე გრძელია ამიერკავკასიაში.

სრულად...
მელოურის მღვიმის ექსტრემალური სპელეო ტური

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმის მახლობლად მდებარე მელოურის მღვიმე გთავაზობთ სპელეო-ტურს. მღვიმეში შესასვლელად საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობა და სპეციალისტი, რომელიც გაგიწევთ გიდობას, რადგან მონაკვეთი მართალია ჰორიზონტალურია მაგრამ რთული.

სრულად...
ელექტრონული მარშრუტები იმერეთში

ქუთაისსა და მის ირგვლივ მთიან რეგიონებში დროის სასიამოვნოდ გატარება საფეხმავლო ბილიკებზე მოგზაურობითაც შეგიძლიათ. ბუნების დათვალიერებასთან ერთად თქვენ შეძლებთ კულტურული ძეგლების მონახულებასაც. 

სრულად...