ტიხრული მინანქრის სახელოსნო - სალონი "N.Art Handmade" გთავაზობთ ქართული ტრადიციული მეთოდით ტიხრული მინანქრის სამკაულების დამზადების მასტერკლასებს. თუ გაქვთ სურვილი თქვენთვის სასურველი სამკაული თავად დაამზადოთ, გექნებათ საშუალება აირჩიოთ ფორმა, ფერები და თქვენივე გემოვნების შესაბამისად შექმნათ სასურველი ნივთი. მასტერკლასის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1-3 საათი და მასში მონაწილეობა შეუძლია ერთდროულად მაქსიმუმ 3 ადამიანს. შედარებით ხანმოკლე მასტერკლასების შემთხვევაში, თქვენ ჩაერთვებით ოსტატების სამუშაო პროცესში და მიიღებთ მონაწილეობას ნამუშევრების შექმნაში.
პროფესიული ცოდნის მიღებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ტიხრულ მინანქარზე მუშაობის სრული, 3 თვიანი სასწავლო კურსი გაიარონ.
მის: ქუთაისი, გამსახურდიას #20
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელ: +995 599 809 730
Facebook: www.facebook.com