ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმის მახლობლად მდებარე მელოურის მღვიმე გთავაზობთ სპელეო-ტურს.
მღვიმეში შესასვლელად საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობა და სპეციალისტი, რომელიც გაგიწევთ გიდობას, რადგან მონაკვეთი მართალია ჰორიზონტალურია მაგრამ რთული. მელოურის მღვიმის ბილეთის შესაძენად მიმართეთ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს სალაროს "პრომეთეს მღვიმეში".
ფასი: 150 ლარი, რაშიც შედის აღჭურვილობით უზრუნველყოფა
ჯგუფში მაქსიმუმ 10 ადამიანი
ხანგრძლივობა: 7-8 სთ
ტურის დასაგეგმად საჭიროა ერთი დღით ადრე დარეკვა ნომერზე: +995 (0) 595 615 564