ჯომარდი - გასაბერი ნავით დაშვება მთის მდინარეზე, ეს არის მხიარული თავგადასავალი ექსტრემის მოყვარულთათვის. ნაკადები, ჩქერები, მორევები, წინააღმდეგობები ლოდებისა და მორების სახით, ასევე გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც მზად არიან გაჭირვების ჟამს მიიღონ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის „რაფტინგი“ ანუ ჯომარდი.
ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია ის, რომ განსხვავებით ბევრი ქალაქისგან, მის მდინარე რიონზე შესაძლებელია „რაფტინგი“. მდინარის 4 კმ სიგრძის მონაკვეთზე ნავით შეძლებთ დაათვალიეროთ ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი და გაცუროთ ქუთაისის ცნობილ ხიდებს ქვემოთ.
ეს ტური ასევე საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც უნდა გაეცნოს ამ სპორტის სახეობას, რადგან ტრასა მოკლეა, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ ექსტრემალური და მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე. „რაფტინგი ქუთაისში“ ტურის დასაწყისში თქვენ ჩაგიტარებთ ინსტრუქტაჟს (როგორ უნდა ჩავჯდეთ ნავში სწორად, როგორ დავიჭიროთ ნიჩაბი და მოვუსვათ, რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ წყალში აღმოვჩნდებით და ა.შ.). ინსტურქტაჟის შემდეგ დაეშვებით მდინარე რიონზე გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად.
მარშრუტის სიგრძე - 4კმ
დაშვების ხანგრძლივობა - 25წთ
სირთულე II კატეგორია (მარტივი)
„რაფტინგი ქუთაისში“ გთავაზობთ ტურის ორგანიზებას ქუთაისის მახლობლად, 35 კილომეტრში, მდინარე რიონზე.
მარშრუტის სიგრძე – 14კმ
სირთულე – II კატეგორია (მარტივი)
მინიმალური ასაკი – 8 წელი
ხანგრძლივობა – 1 საათი და 20 წუთი
Rafting in Kutaisi / „რაფტინგი ქუთაისში“
ტელ: +995 (0) 595 411 547
ელ.ფოსტა: [email protected]
https://www.facebook.com/raftinginkutaisi
https://www.raftinginkutaisi.com/