Covid 19

მოგესალმებით, მე ვარ გიორგი მოდებაძე. ერთის მხრივ გიდის პროფესია ძალიან მიმზიდველი, სასიამოვნოა და სასიხარულოა ჩემთვის, თუმცა მეორეს მხრივ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა იყო შენი ქვეყნის სახე და წარმომადგენელი მთელი მსოფლიოსათვის. სწორად და ღირსეულად წარადგინო შენი კულტურა, ტრადიციები, ხასიათები, ღირსშესანიშნაობები, ბუნება და ბევრი სხვა რამ, სწორი კუთხით დაანახო მობრძანებულ სტუმარს ყოველივე ეს. 2014 წლიდან დღემდე აქტიურად ვარ ჩართული საქართველოს სხვადასხვა მხარეებში ლაშქრობით, ახალი მარშრუტების აღმოჩენით, მათი პოპულარიზაციის დონის ამაღლებით. ამან მომცა დიდი გამოცდილება, ცოდნა და თავდაჯერება მქონდეს ურთიერთობა ჩემი ქვეყნის კულტურისა თუ ბუნების ხილვით დაინტერესებულ ადამიანებთან.

პირველ რიგში ჩემთან ერთად მყოფ ტურისტებს ვპირდები, ვიქნები გიდი, რომელიც მაქსიმალურად იზრუნებს მათ კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, მრავალი საინტერესო აქტივობებით დატვირთული ტურების წყალობოით ერთად გატარებულ თითოეულ დღეს დაუვიწყარს გახდის მათთვის და გაუწევს მაღალპროფესიონალურ მომსახურეობას.

smartphone icon
+995 595 558 659
  • ტურის ტიპები: საფეხმავლო-კულტურული ტურები, ხანგრძლივი სალაშქრო ტურების საქართველოს მთიან რეგიონებში
  • რეგიონები: მთელი საქართველოს მასშტაბით
  • ინდივიდუალური სალაშქრო მარშრუტი: "დიდი მეფეების ნაკვალევზე". სალაშქრო ბილიკი იწყება გელათის მონასტრიდან და მდინარე წყალწითელას ულამაზესი კანიონისა და შესანიშნავი კოლხური ტყის გავლით მიემართება მოწამეთას მონასტერში. ეს არის საუკეთესო ადგილი განტვირთვისათვის, ბუნებისაგან სიამოვნების მიღების, ისტორიის შეგრძნებისა და ხედებით ტკბობისათვის. გზად გავივლით გელათის კომპლექსში შემავალ, ძალიან ლამაზი კედლის მხატვრობით შემკობილ უძველეს მონასტრებსა და ბერებისაგან კლდეში გამონაკვეთ სენაკებს, კარსტულ მღვიმეს, ადგილებს შესანიშნავი ხედებით დასავლეთ კავკასიონის ქედზე, მდინარის ხეობას, გადავალთ ბაგირებით დაკიდებულ ექსტრემალურ "ბონდის" ხიდზე და ავალთ მოწამეთას მონასტერის კომპლექსში. საღამოს კი ნასიამოვნები, განტვირთულები, დადებითი ემოციებით დატვირთულები, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიით მონუსხულები გამოვემგზავრებით ქალაქ ქუთაისში და ქართული ღვინით აღვნიშნავთ მარშრუტის წარმატებით გავლას.