სხვებისთვის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სილამაზეების და კულტურული ღირსებების წარდგენა უმთავრესია, რაც გიდის საქმიანობაში მიზიდავს. უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ვლაშქრობ საქართველოში და ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ბევრი ადგილი ვნახე. საფეხმავლო გიდის პროფესია არც ისე კარგად ათვისებული სფეროა, ამიტომაც მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ლაშქრობა ექსტრემალური ტურიზმის ნაწილია და ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომ ტურები ხარისხიანი და მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. ძალიან ბევრი საფეხმავლო მარშრუტი გვაქვს საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ დაუმუშავებელია. სწორედ ასეთი ახალი და უცხო სანახაობები მსურს ვაჩვენო ჩემს სტუმრებს.