გიდის პროფესიაში მხიბლავს ის, რომ მე ვარ საკუთაური ქვეყნის ელჩი, რომელიც სტუმრებს აცნობს ბუნებას, კულტურას და ტრადიციას. როდესაც გიდის საქმიანობას ვასრულებ, ვხდები სულ სხვა ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია იზრუნოს სტუმრებზე და კომფორტი შეუქმნას მათ. 4 წლის წინ პირველად წავედი მთაში სალაშქროდ და მას შემდეგ ვეწვიე საქართველოს მრავალ რეგიონს. პირველ რიგში ჩემ მომავალ სტუმრებს ვპირდები რომ ვიქნები პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლი, რომელიც უზრუნველყოფს მათ კომფორტს, უსაფრთხოებას და სიამოვნებას. საფეხმავლო ტურები მრავალი საინტერესო აქტივობით შემიძლია დავტვირთო, რაც ლაშქრობას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.