მოგესალმებით, ვცხოვრობ ჭიათურაში და ვარ მოყვარული მთამსვლელი. გიდის პროფესიაში მიზიდავს ის, რომ შესაძლებლობა მეძლევა წარმოვაჩინო ჩემი ქვეყნის ღირშესანიშნაობები ქართველი თუ უცხოელი ტურისტის წინაშე. შემიძლია ისინი წავიყვანო მათ მიერვე შერჩეულ მარშრუტზე ან შევთავაზო სხვადასხვა მიმართულება, ავიყვანო მთაზე ან მწვერვალზე, რისთვისაც აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა.