საქართველოში ყველის დამზადებას უძველესი ტრადიცია აქვს. მის ათეულობით სახეობას შორის ყველაზე პოპულარული მაინც რჩება სულგუნი, თუშური გუდისა და იმერული ჭყინტი ყველი. იმერული ყველი მზადდება ძროხის რძისგან და გამოირჩევა საგემოვნო თვისებებით. იმერული ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი წვენის წამოდუღებით მიიღება უგემრიელესი ნადუღი, რომელსაც, როგორც წესი იმერლები პიტნით ან ტარხუნით კმაზავენ.