საქართველოში ლობიო ერთ-ერთი გავრცელებული და საყვარელი კერძია. მისი დამზადების არაერთი რეცეპტი არსებობს, იმერეთისთვის კი დამახასიათებელია ლობიო კვაწარახით. სწორედ კვაწარახი აძლევს მას დამახასიათებელ სასიამოვნო სიმჟავეს. იმერეთში ლობიოსთან ერთად სუფრასთან მიაქვთ ქორფა მწვანილისა და მწნილის ასორტი, ბოლოკი და წითელი ღვინო.