იმერული სამზარეულო გამოირჩევა ფხალეულის მრავალფეროვნებით. სხვადასხვა ბოსტნეული და ფხალეული იკმაზება სპეციალურად მომზადებული გატარებული ნიგვზით, ძმრითა და სანელებლებით, ირთვება ბროწეულით ან კენკრით. ფხალეულის ფერადი ასორტი დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას, რომ არაფერი ვთქვათ მის საგემოვნო და სასარგებლო თვისებებზე.