Covid 19

რა ვნახოთ?

ბაგრატის ტაძარი

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც ბაგრატის ტაძრად მოვიხსენიებთ, აშენდა 11-ე საუკუნეში, მეფე ბაგრატ მესამე ბაგრატიონის მიერ, როგორც საქართველოს გაერთიანების სიმბოლო. ტაძარი ქალაქს გადმოჰყურებს. უქიმერიონის მთიდან, რომელზეც ის მდებარეობს, შეგიძლიათ თვალი მოავლოთ თითქმის მთელს ქუთაისს. 

სრულად...
ოქროს ჩარდახი

ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ქუთაისში შუა საუკუნეებში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული იყო სამეფო რეზიდენცია. მოგზაურების ჩანაწერების მიხედვით ეს იყო სხვადასხვა ნაგებობებისაგან შემდგარი კომპლექსი. საუბარია თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეისათვის სხვადასხვა დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია მხოლოდ ერთი, ორსართულიანი შენობა, იმერელ მეფეთა მისაღები დარბაზი, რომელსაც „ოქროს ჩარდახს“ ეძახიან. 

სრულად...
კოლხური შადრევანი

ქალაქის შუაგულში, მის მთავარ მოედანზე დგას საინტერესო ნაგებობა - შადრევანი. ის გაფორმებულია საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტების _ მინიატურული სკულპტურების გადიდებული ფიგურებით. მაგალითად, ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა“, რომელიც ჩვ.წ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნით თარიღდება.

სრულად...
თეთრი ხიდი

ქუთაისი ხიდების ქალაქია, და თითქმის ყველა მათგანი ისტორიული მნიშვნელობისაა. თეთრი ხიდი ქალაქის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. იგი 1850 წელს აშენდა, სამხედრო ინჟინერის ვიტეს მიერ. პირველი რეკონსტრუქციის მერე 1860 წელს ხიდის მოაჯირი თეთრად შეღებეს,რამაც განაპირობა ხიდის სახელწოდება. 

სრულად...
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

საინტერესო ცნობებს რეგიონისა და ქალაქის წარსულის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მიიღებთ. აქ დაცულია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის არტეფაქტები. ნახავთ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით.

სრულად...
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა

გალერეა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ქართული მხატვრობისა და სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან ნამუშევრებს ინახავს. დაფუძნდა 1976 წელს და მის ფონდში დღეს უკვე 3000–მდე ექსპონატი ინახება. საგამოფენო დარბაზის ექსპოზიციის ნახატებს შორის თქვენ ნახავთ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრების – ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ფელიქს ვარლას და ბევრი სხვა ადგილობრივი მხატვრის ნახატებს.

სრულად...
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

გამოჩენილი კომპოზიტორი, დირიჟორი, ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933 წწ.) დაიბადა ქუთაისში, სადაც ის 16 წლამდე ცხოვრობდა. ზაქარია ფალიაშვილმა ქართული ხალხური სიმღერებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის სინთეზით შექმნა ქართული კლასიკური მუსიკის სტილი. 

სრულად...
ქუთაისის ოპერის თეატრი

შენობა ქალაქის ცენტრში, შემკული ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი ქანდაკებებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრია. ქუთაისს ქართულ საოპერო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უპირველესად იმიტომ, რომ ქართველი საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძე (ცნობილი ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინის მამა) 1863 წელს ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში დაიბადა და დაწყებითი განათლებაც ქუთაისში მიიღო. ოპერების „აბესალომ და ეთერი“, და „დაისი“ ავტორი, ზაქარია ფალიაშვილი ასევე დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში.

სრულად...
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ქუთაისის დრამატული თეატრი ქალაქის ცენტრალური მოედნის მთავარი ღირშესანიშნაობაა. შენობა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აშენდა,თუმცა თეატრის ისტორია ქუთაისში ასი წლით ადრე დაიწყო. პირველი სპექტაკლი ქალაქში 1861 წელს დაიდგა. ქართული თეატრის ბევრმა ფუძემდებელმა და ცნობილმა მსახიობმა თავიანთი კარიერა სწორედ ქუთაისის თეატრის სცენაზე დაიწყო.

სრულად...
კათოლიკური უბანი და ხარების ეკლესია

XVII საუკუნეში ქუთაისში ჩამოვიდნენ ფრანცისკანელთა ორდენის მისიონერები, ე.წ. კაპუცინები და დასახლდნენ რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც მოგვიანებით „ფრანგების უბანი“ ეწოდა.

სრულად...
ქუთაისის სინაგოგა

ებრაელთა ისტორია საქართველოში ითვლის არა საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს, ხოლო, მათი ქუთაისში დასახლების შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები მოგვეპოვება 1644 წლიდან. ებრაული უბანი დღემდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია. მის ტერიტორიაზე განლაგებულია სამი სინაგოგა. ყველაზე დიდი ( საქართველოში სიდიდით მეორე ) სინაგოგა 1886 წელსაა აშენებული.

სრულად...
ქუთაისის თანამედროვე არქიტექტურა

საქართველოს პარლამენტი 6 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა არქიტექტორების ალბერტო დომინგოსა და კარლოს ნაზაროს მიერ აგებულ ფუტურისტულ შენობაში. ეს შენობა 21-ე საუკუნის კრეატიული არქიტექტურის პირველი პრეცენდენტია ქუთაისში. ორიგინალური ფორმები და უჩვეულო წყობა კოსმოსური ხომალდის ასოციაციას ქმნის.

სრულად...
მწვანეყვავილას ეკლესია

რიონის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიულ ებრაულ უბანს გადაჰყურებს მწვანეყვავილას ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნეშია აშენებული. უფრო ძველი, 1013 წელს აგებული ბაზილიკური ეკლესიის მხოლოდ ნანგრევები არის შემორჩენილი. აქვეა იგივე პერიოდის თავდაცვითი დანიშნულების ნაგებობა _ ციხე-კოშკი.

სრულად...
ქალაქის ცენტრალური ბაღი

ქუთაისის ცენტრალური ბაღი , ოდესღაც იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ასულს დარეჯანს ეკუთვნოდა. ეს ბაღი მას მზითვად გადაეცა მაშინ, როცა ის ცოლად ქაიხოსრო აბაშიძეს გაყვა. იმერეთის პრინცესის მფლობელობაში ბაღი 1820 წლამდე იმყოფებოდა. მას შემდეგ მან უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა,თუმცა ყოველთვის და დღემდე რჩება ქუთაისელების თავმოყრის უსაყვარლეს ადგილად. მე-19 საუკუნეში მას რატომღაც ბულვარს ეძახდნენ. 

სრულად...
ბოტანიკური ბაღი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომლის დაარსება 1840 წლით თარიღდება, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კარგი იქნება თუ ამ მანძილს ფეხით გაივლით და ისტორიული ჯაჭვის ხიდიდან გაყვებით რიონის სანაპიროს, რომლის მეორე მხარეს დაინახავთ ქუთაისის ღირშესანიშნაობებს, ქუთაისის ისტორიულ კათოლიკურ კვარტალს, მათ ძველ ტაძარს და მწვანეყვავილას ეკლესიას. 

სრულად...