Covid 19

სასტუმრო Best Western Kutaisi მდებარეობს ქუთაისის ცენტრში. სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს თეთრი ხიდი, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ქალაქის ისტორიულ ცენტრში. აღდგენილი პატარა ფილაქნის ქუჩები და ერთსართულიანი შენობები ქალაქის ნამდვილ ხიბლს წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობის თბილი სტუმართმოყვარეობა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, ქუთაისს ქართველი და უცხოელი ტურისტების ერთ–ერთ ძირითად დანიშნულებად აქცევენ. სასტუმრო ბესთ უესტერნ ქუთაისში ერთმანეთს შერწყმულია თანამედროვე გარემო და ადგილობრივ კულტურა. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს მომსახურების საერთაშორისო დონეს, რომელიც ასევე შესანიშნავად ერწყმის ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე ინტერიერისა და კომფორტის მქონე 45 მყუდრო ოთახს და სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ, როგორც დასვენებისთვის ასევე ბიზნეს ვიზიტებისთვის. სასტუმრო ბესტ უესტერნ ქუთაისის ტერიტორიაზე განთავსებულია ორი რესტორანი და ბარი. სასტუმროს შეხვედრის ოთახებში შესაძლებელია 100 დელეგატამდე განთავსება, ფართო დასასვენებელი ადგილებით. 

location icon
ი. გრიშაშვილის ქ. #11, ქუთაისი
smartphone icon
+(995) 32 2197100
  • 24/7 მისაღები
  • Wi-Fi
  • ტერასა
  • კაფე „ტიციანი“
  • რესტორანი „Roof Top”
  • ბარგის შენახვა
  • აეროპორტის ტრანსფერი
  • ქუჩის პარკინგი
  • გაღვიძების სერვისი
  • მიმტანის მომსახურეობა