Covid 19

ეს კერძი ღირსეულად ითვლება იმერული სამზარეულოს ნამდვილ დელიკატესად. კარგად დაბრაწული წიწილა ჩაწყობილია მაყვლის წინასწარ მომზადებულ სოუზში. სოუსი მზადდება მაყვლის ფაფისაგან, რომელშიც ერევა მკვახე ყურძნის წვენი, ნიორი, წიწაკა და ქინძი. იმერული ზაფხულის ყველა სურნელი და გემო გაერთიანებულია ერთ კერძში.