Explore Imereti არის ახალი ტურისტული ბუტიკ კომპანია, რომლის ძირითადი მიზანია იმერეთის პოპულარიზაცია. ამავდროულად, კომპანიის უმთავრესი მოტოა სტუმრებისთვის ავთენტური და განსხვავებული გამოცდილებების შეთავაზება. ამისთვის კომპანია ეძებს განსხვავებულ, საინტერესო ადგილებს, სასტუმროებს და ინდივიდებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის გრძელვადიან, ორიგინალურ და უნიკალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ჩვენი პირველადი მიზანია ზემო იმერეთის პოპულარიზაცია, რაშიც იგულისხმება საჩხერე, ჭიათურა, კაცხი, შემოგარენი სოფლები და მცირე ქალაქები.