Covid 19

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. მისი მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლევამოსილმა მეფემ - დავით მე-4 აღმაშენებელმა. მშენებლობა 1106 წლიდან 1125 წლამდე მიმდინარეობდა. გაფორმება და საბოლოო სახის მიცემა 1130 წლისთვის მოხდა. კომპლექსის მთავარი ღირშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ტაძრის გუმბათის მხატვრობა 12-ე საუკუნისაა. აღსანიშნავია საკურთხეველში ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც 1125-1130 წლებით თარიღდება. მონასტრის კედლების ფრესკული მოხატულობა განახლებულია მე-16, მე-18 სს_ში, თუმცა დასავლეთ სტოაში მე-12 საუკუნის ფრესკაც არის დაცული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის საერო დანიშნულების, კულტურულ-საგანმანათლებლო ძეგლი - გელათის აკადემია. თანამედროვეებში ის მოიხსენიებოდა “მეორე იერუსალიმად” და “სხუად ათინად”. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები. გელათის აკადემიამ დაგვიტოვა ფასდაუდებელი კულტურულ-მეცნიერული მემკვიდრეობა ხელნაწერი წიგნების სახით, რომლებიც ახლა დაცულია ქუთაისის მუზეუმში.

 

მის: სოფელი გელათი, ტყიბული

www.google.com/maps

ღიაა: ყოველდღე, 09:00 _ 18:00

შესვლა უფასო