Covid 19

კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. ის აშენებულია ძლიერი ფეოდალების - ბაღვაშების მიერ. თავისი არსებობის განმავლობაში ტაძარი ორჯერ დაიწვა და ის კვლავ აღადგინეს მე-16 საუკუნეში. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია.

 

მისამართი: სოფელი კაცხი, ჭიათურა

www.google.com/maps/place/Katskhi+Monastery

ღიაა: 10:00-18:00