ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი ზესტაფონიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მონასტერი აგებულია VII-VIII საუკუნეებში. ის გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით, XVI საუკუნის ფრესკების მოხატულობით. ტაძარი წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო. აქ შუასაუკუნეებში სამონასტრო ცხოვრება განვითარებული იყო და 70 ბერი მოღვაწეობდა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ. ეკლესიაში შემონახულია იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; მონასტრის ახალი ნაწილი XX საუკუნეში არის აგებული.
მისამართი: სოფელი ტაბაკინი, ზესტაფონი
www.google.com/maps/place/St.+George+church
ღიაა: ყოველ დღე, 10:00-18:00.