გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. მისი მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლევამოსილმა მეფემ - დავით მე-4 აღმაშენებელმა. მშენებლობა 1106 წლიდან 1125 წლამდე მიმდინარეობდა. გაფორმება და საბოლოო სახის მიცემა 1130 წლისთვის მოხდა. კომპლექსის მთავარი ღირშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ტაძრის გუმბათის მხატვრობა 12-ე საუკუნისაა. აღსანიშნავია საკურთხეველში ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც 1125-1130 წლებით თარიღდება.
სრულად...
მდინარე წყალწითელას ხეობაში,იმერეთის ხავერდოვან მთებში, ჩაფლულია ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი - მოწამეთას მონასტერი. „მოწამეების ადგილი“, „მოწამეების კუთვნილი“ - ამ მნიშვნელობას ატარებს მონასტრის სახელწოდება, რომლის აღქმა და წარმოთქმა ხშირად რთულია უცხოელი სტუმრებისთვის. VIII საუკუნეში, საქართველოში, ხალიფა მურვან ყრუს შემოსევის დროს, არაბებმა არგვეთის ერისთავები დავითი და კონსტანტინე აწამეს და მათი ცხედრები მდინარე წყალწითელაში ჩაყარეს.
სრულად...
კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. ის აშენებულია ძლიერი ფეოდალების - ბაღვაშების მიერ. თავისი არსებობის განმავლობაში ტაძარი ორჯერ დაიწვა და ის კვლავ აღადგინეს მე-16 საუკუნეში. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი.
სრულად...
XIII საუკუკნეში დაარსებული მღიმევის დედათა მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.
სრულად...
უბისის სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. უბისის ტაძარი მოიხატა XIV საუკუნეში მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს.
სრულად...
ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი ზესტაფონიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მონასტერი აგებულია VII-VIII საუკუნეებში. ის გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით, XVI საუკუნის ფრესკების მოხატულობით. ტაძარი წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო. აქ შუასაუკუნეებში სამონასტრო ცხოვრება განვითარებული იყო და 70 ბერი მოღვაწეობდა.
სრულად...
გადიდი ულამეზი მთაგორიანი სოფელია, რომელიც სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე, ვანიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. გადიდი გამორჩეულია განსაკუთრებული მთა-გორიანი რელიეფით, ულამაზესი ბუნებითა და ჰაერში ჟანგბადის მაღალი შემცველობით. გადიდის ტყე-პარკის ძირითადი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელიც ყვავილობის დროს გამორჩეულად სასარგებლოა ბავშვების, ასევე მოზრდილების, ფილტვებით დაავადებულების სამკურნალოდ. სოფელი თავისი ულამაზესი ხედებით გამორჩეულად საინტერესოა ფოტო ტურების მოყვარულთათვის,
სრულად...
გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს. გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმიდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს. დგილს საინტერესო ლეგენდა უკავშირდება.
სრულად...
წმინდა გიორგის მამათა მონასტერი XVI საუკუნით თარიღდება, ტაძარი ბაზილიკური სტილისაა, მის დასავლეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით, ფასადები სადაა. ნაგებობა მთაზე დგას და ვრცელი, ლამაზი ხედით გამოირჩევა. მას ერთი მხრიდან გარს ერტყმის ბახმაროს მთები და გურიის მთიანეთი, ხოლო კარგი ამინდის დროს აქედან მრავალი კილომეტრით დაშორებული პალიასტომის ტბისა და ფოთის შუქურის დანახვაც შეიძლება.
სრულად...
კოლხეთის დაბლობი - ეს ისტორიული ადგილი, ჩამავალი მზის სხივებით ლამაზად განათებული, იმერეთის კოხტა გორაკიდან ულამაზეს პანორამული ხედის სახით იშლება თქვენს თვალწინ. აქ მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერია, სიმწვანეში ჩაფლული თეთრი ქვით ნაშენი პატარა ეკლესია და დედათა კელიები. მონასტერი დაარსდა 1893 წელს, მე16 საუკუნეში აშენებული ეკლესიის ნანგრევებზე. კომუნისტურ ეპოქაში მსახურება დროებით იყო შეწყვეტილი.
სრულად...
მთის წვერზე, ტყეში შემალულია პატარა მონასტერი, ისტორიული, ძველი და საინტერესოა. მონასტრის ეკლესია საუკუნეების მანძილზე ადგილობრივი თავადების - ლორთქიფანიძეების კარის ეკლესიას წარმოადგენდა და გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელსაც ჰქონდა თავდაცვითი მნიშვნელობა და 7 კოშკით იყო დაცული. ეკლესიას მთლიანი მოხატულობიდან შემორჩენილია მხოლოდ მცირე ფრაგმენტი - კანკელის მოხატულობა, რომელიც სავარაუდოდ მე-15 საუკუნით თარიღდება.
სრულად...
მოდი ნახე - მე-18 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე მნიშვნელოვანი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლია. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და ანტიკური ხანის არტეფაქტები. ციხიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ზემო იმერეთზე. ციხე საჩხერის ჩრდილოეთით 1 კმ-ში მდებარეობს. ის XVIII საუკუნის 30-იან წლებში თავადმა პაპუნა წერეთელმა ააშენა. საინტერესოა ციხე-სიმაგრის სახელთან დაკავშირებული ლეგენდა.
სრულად...
საჩხერის რკინიგზის სადგური საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის ქალაქის ცენტრში მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აშენებულია კარგად დამუშავებული თლილი ქვისგან. საჩხერეში რკინგზის ისტორია იწყება 1904 წლიდან, როდესაც ცნობილი ქართველი ქველმოქმედის ელისაბედ წერეთლის ინიციატივით აქ პირველი სარკინიგზო ხაზი გაიყვანეს. 1905 წელს კი ელისაბედის ფინანსური მხარდაჭერით აიგო რკინიგზის სადგური.
სრულად...
ქვის თაღიანი ხიდი აგებულია მდ. ჭიშურაზე. გადმოცემის მიხედვით ის აგებულია უდიდესი ქართველი მეფის თამარის მეფობის დროს (XII-XIII ს.). ხიდს ჰქონდა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან მასზე გადიოდა ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელი გზა. ხიდის რეკონსტრუქცია პირველად მოხდა 1668 წელს, ხოლო შემდეგ 2018 წელს და ის დღემდე მოქმედია. საქართველოში რამდენიმე ასეთი თაღოვანი ხიდია.
სრულად...
გეგუთის სასახელე, ერთადერთი შემორჩენილი სამეფო სასახლე ფეოდალური ხანიდან. თარიღდება მე-12 საუკუნით, თუმცა ნაგებობაში შემორჩენილი ფენები ინახავენ მე-5 - მე-6 საუკუნის ფრაგმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ნაგებობიდან დარჩენილია ძალიან მცირე ნაწილი, მეცნიერებმა შეძლეს სასახლის ორიგინალური იერსახის აღდგენა. ის იყო კვადრატული ფორმის სასახლე, რომელიც 21 ოთახისაგან შედგებოდა.
სრულად...