Covid 19

სასტუმრო  განთავსებულია ქალაქის ისტორიულ უბანში. შენობა აგებულია მე-19 საუკუნეში. ისტორიის  მიხედვით, შენობაში თავდაპირველად ფუნქციონირებდა სასტუმრო “ევროპა”. წლების შემდეგ ჩვენ ისევ აღვადგინეთ და მზად ვართ მივიღოთ სტუმრები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სასტუმრო შედგება 14 ნომრისგან, რომელთა აივნებიც გადაჰყურებს ქალაქ მუზეუმის ტერიტორიას. აქვეა ცენტრალური მოედანი, კოლხური შადრევანი, ოქროს ჩარდახი და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობა. ნომრები აღჭურვილია რესტავრირებული ანტიკვარული ავეჯით და თანამდეროვე გაგრილება - გათბობის სისტემით. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ სახურავზე განთავსებული ტერასით და ლაუნჯ ბარით.

location icon
ფანჯიკიძის #28, ქუთაისი
smartphone icon
+995 558 448 884
  • WiFi free
  • აეროპორტიდან მოყვანა
  • ლაუნჯ ბარი
  • ტერასა