სასტუმრო გთავაზობთ 2-3-4 ადგილიან ნომრებს დამოუკიდებელი სველი წერტილებით, აივნითა და ხედით ალისმერეთისა და საირმის ტყეზე. სასტუმროს აქვს თავის მცირე მარანი, სადაც ქვევრებში გვაქვს კრახუნისა და ალადასტურის, საკუთარ მამულში მოყვანილი ღვინოები. ასევე, სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან იმერეთისათვის დამახასიათებელი ქვევრის მჟავე და მხოლოდ ამ მხარისათვის დამახასიათებელი ქვევრის ყველი და საქვეყნოდ ცნობილი ხანის სულგუნი.
სტუმარი თვითონ შეძლებს ამოიღოს ქვევრიდან ღვინო, ყველი და მჟავე, თავის ხელით გააკეთოს კეცის მჭადი, კეცის ხაჭაპური, ფელამუში, ჩურჩხელაც და მერე მიირთვან ყველაფერი მარანში, ბუხრის წინ გაშლილ მაგიდაზე. სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ სასტუმროს ულამაზეს ეზოში მდინარის პირას, იბანაონ და ითევზაონ. დაესწრონ კინოსეანსებს ღია ცის ქვეშ საღამოობით. სასტუმროს ეზოში არის ბალნეოლოგიური გოგირდის წყალი, რომელიც სასარგებლოა სახსრებისათვის და კანისათვის.