პატარა, მაგრამ მრავალფუნქციური სასტუმრო გაიხსნა 2021 წელს. ოთხსართულიანი, მწვანეში ჩაფლული შენობა გარშემორტყმულია საქართველოში უნიკალური ტროპიკული ბაღ-მუზეუმით, ევკალიპტებითა და ტროპიკული ხეებით, ულამაზესი ხედებით იმერეთის სამგურალის სერსა და მესხეთის ქედზე.
სასტუმროს აქვს მოსახერხებელი ლოკაცია, 750 მეტრი აცილებს კურორტის ცენტრალური პარკს, სადაც განთავსებულია N1 და N6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ბალნეო ცენტრები რადონული თერმული წყლებით. სასტუმროს საერთო ფართი მიმდებარე ტერიტორით შეადგენს 4000 მ2-ს.